სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ავსტრიაში, ბაუმგარტენის გაზგამანაწილებელ სადგურზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. წინასწარი ვერსიით, აფეთქება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ბაუმგარტენის გამანაწილებელი ცენტრიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის გერმანიასა და იტალიას მიეწოდება რუსეთის გაზის დაახლოებით მესამედი. როიტერის სააგენტო ტერმინალის ოპერატორ კომპანიაზე, Gas Connect-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავსტრიაში გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, შეფერხებაა მოსალოდნელი იტალიის მიმართულებით. ბლუმბერგის სააგენტო წერს, რომ ავსტრიაში მომხდარმა აფეთქებამ უკვე შეაფერხა იტალიის, ხორვატიისა და სლოვენიის გაზმომარაგება.