პარლამენტში იწყება სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა

დავით ნარმანია

პარლამენტის კომიტეტებში სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა იწყება. საკითხი ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. როგორც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გოჩა შონიას და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარადგინა. კომიტეტების შემდეგ კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე განიხილავენ.