ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა

ერაყელი სამართალდამცავები ათვალიერებენ აფეთქების ადგილს. ბაღდადი, 2018 წლის 15 იანვარი

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ინფორმაცია ერაყის ჯანდაცვის საინისტრომ გაავრცელა. ერაყის შსს-ს ცნობით, 15 იანვარს დილით, ბაღდადის ცენტრში თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა. სააგენტო DPA-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ აფეთქება მოხდა იმ ადგილზე, სადაც მშენებლები იკრიბებიან.