ვაშინგტონში, რუსეთის საელჩო ამიერიდან იმუშავებს ბორის ნემცოვის მოედანზე

ბორის ნემცოვი

ვაშინგტონის საქალაქო საბჭომ ერთხმად, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს - ამის შესახებ 7 თებერვალს, ტვიტერზე დაწერა ნემცოვის ფონდის თავმჯდომარემ, უმცროსმა ვლადიმირ კარა-მურზამ. მისი ინფორმაციით, ახალი სახელწოდების მოედნის გახსნის ცერემონია 27 თებერვალს გაიმართება. ვაშინგტონის საქალაქო საბჭომ იანვრის დასაწყისში ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებას. რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი, ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს.