უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციის ალბათობაზე ლაპარაკობს

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორშაბათს კიევში დააკავეს, დეპორტაციას უპირებენ - ამის შესახებ ТСН.uа-ს შეატყობინეს საკუთარმა წყაროებმა. „დიახ, ეს არის დეპორტაცია, დეპორტაცია ევროპაში“ – განუცხადა ТСН.uа-ს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ. Strana.ua-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია საჰაერო ტრანსპორტით მოხდება და შესაძლოა, ის უახლოეს პერიოდში პოლონეთში გადაიყვანონ.