მარტინ ფურკადმა ოლიმპიადის მესამე ოქროს მედალი მოიპოვა

ესტაფეტა ბიატლონში

ბიატლონში შერეულ ესტაფეტაში ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, ფრანგი მოთხილამურე მარტინ ფურკადი კი პიონჩანგის ოლიმპიადაზე უკვე მესამე ოქროს მედალს დაეუფლა. სწორედ ფურკადი დააყენა მწვრთნელმა ესტაფეტაში ბოლო - მეოთხე - ნომრად და მან ლიდერთან 32-წამიანი ჩამორჩენა ძალიან ადვილად აღმოფხვრა. მარტინ ფურკადს, მარი დორინ აბერს, ანე ბესკონსა და სიმონ დესტიოს კვარტეტს, ჯამში, 1:08:34,3 საათი დასჭირდა და მათ 20,9 წამით გაუსწრეს ნორვეგიელ სპორტსმენებს, ბრინჯაოს მედალი კი იტალიამ მოიპოვა.