ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეშფოთებულია ცხინვალში საქართველოს მოქალაქის სიკვდილით

ტოივო კლაარი

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა. ესტონელმა დიპლომატმა 23 თებერვალს, ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ფაქტების დასადგენად გაააქტიურა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზი.