ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ აღნიშნული საკითხის ჩავარდნამ გამოიწვია.