საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში შეხვდა ილჰამ ალიევს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 10 მარტს ბაქოში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, იზორია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში, სადაც მოგვიანებით შეხვდა ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ უწყებას შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომლის დეტალები უცნობია.