რუსეთი ახალი კლასის რაკეტის "წარმატებული" გამოცდის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა სუპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი „ხანჯალი“ („Кинжал") - რუსეთის ახალი უმაღლესი სიზუსტის იარაღი. ოფიციალური ინფორმაციით, მითითებულ რაიონში რაკეტა გაუშვა სამხრეთის სამხედრო ოლქის გამანადგურებელი თვითმფრინავის „მიგ-31“-ის ეკიპაჟმა. აღნიშნული ტიპის რაკეტა გამიზნულია მიწისზედა და საზღვაო ობიექტების გამანადგურებლად. რუსეთის შეიარაღებაში მსგავსი სარაკეტო კომლექსის არსებობის შესახებ განცხადება 1 მარტს, ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.