საქართველოს პარლამენტი "ტატუნაშვილის რეზოლუციას" კენჭს მომავალ კვირაში უყრის

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ ერთობლივი რეზოლუციის მიღებაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ. „შევთანხმდით ყველა პრინციპულ საკითხზე და სასესიო კვირაში რეზოლუციას ექნება უმცირესობის მხარდაჭერაც. ამ რეზოლუციში იქნება როგორც მომხდართან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები, ასევე მოთხოვნილი იქნება კონკრეტული ქმედებები, მათ შორის გამოძიების ჩატარება საერთაშორისო აქტორების მონაწილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექნიზმების დაშვება და სპეციალური სიის ფორმირება, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამო ბრალდებული და მსჯავრდებული პირები შესაძლოა შეიყვანოს საქართველოს მთავრობამ“ - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.