არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, სავარაუდოდ, უახლოეს დროში მოხდება

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ წითელი ჯვრის ჩართულობით, სავარაუდოდ, უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.