კახაბერ ქემოკლიძე: თუ დამნაშავეები გამოიკვეთებიან, აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში

კახაბერ ქემოკლიძე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ რადიო თავისუფლებას ერგნეთში განუცხადა, რომ აუცილებელია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის სიღრმისეული გამოძიება. ქემოკლიძემ, რომელიც პირადად მონაწილეობდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის პროცესში, აღნიშნა, რომ თუ დამნაშავეები გამოიკვეთებიან, აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. კახაბერ ქემოკლიძემ დაადასტურა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს გადასცა არჩილ ტატუნაშვილის ავტომანქანაც. რადიო თავისუფლების შეკითხვას, განახლდება თუ არა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების ფორმატით მუშაობა, რომელიც ქართულმა მხარემ შეაჩერა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შემდეგ, კახაბერ ქემოკლიძემ უპასუხა, რომ შეხვედრა განახლდება.