საფრანგეთში თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა

ქალაქ ტრების სუპერმარკეტი, სადაც მძევლები აიყვანეს. 2018 წლის, 23 მარტი

შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, მდებარე პატარა ქალაქის, ტრების სუპერმარკეტში. ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდამსხმელი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარია. სააგენტო "როიტერს"-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად ჰყავს 8 ადამიანი. პოლიციის ცნობით, მოკლულია 2 ადამიანი. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა შექმნილ ვითარებას ძალიან სერიოზული უწოდა. სააგენტო "ფრანსპრეს"-ის ცნობით, ტრებიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ კარკასონში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა პოლიციის თანამშრომელი. ამ ეტაპზე უცნობია, აქვს თუ არა ერთმანეთთან კავშირი ორ ინციდენტს.