შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია

გიორგი გახარია

„მაშინ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი მოქალაქე ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის, ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება“ - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს 23 მარტს განუცხადა სოფელ წილკანში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდეგ გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. „დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტების შეკითხვას, მიმდინარეობდა თუ არა არჩილ ტატუნაშვილის წამება, შინაგან საქმეთა მინისტრმა ასე უპასუხა: „ეს არის ზედმეტი შეკითხვა. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენს მოკლულ მოქალაქეს.“