პოლ რაიანი: რუსი დიპლომატების გაძევება „სოლიდარობის ჟესტია“

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ პოლ რაიანს სწორად მიაჩნია თეთრი სახლის გადაწყვეტილება ქვეყნიდა ათობით რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. პოლ რაიანმა ეს მოსაზრება გამოთქვა პრაღაში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბბინაში 26 მარტს სტუმრობისას ჩაწერილ ინტერვიუში. ჟურნალისტ კარლ შრეკთან საუბრისას, კონგრესმენმა ბრიტანეთთან „სოლიდარობის ჟესტი“ უწოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ.