საფრანგეთი სამხედრო ძალით დაეხმარება სირიელ ქურთებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ჯარისკაცებთან შეხვედრაზე

საფრანგეთი გეგმავს სამხედრო დახმარების გაგზავნას სირიაში მებრძოლი ქურთებისათვის, რომლებიც ქალაქ მანჯიბში იმყოფებიან. სააგენტო როიტერის თანახმად, ამის შესახებ შეთანხმებას პარიზში მიაღწიეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სირიის დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებმა. უცნობია, თუ რამდენ სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის მანჯიბში საფრანგეთის მთავრობა. იანვრიდან მოყოლებული ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის არმია ატარებს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“, რომლის მიზანსაც ქალაქ მანიჯიბის დაკავება წარმოადგენს. ამ ქალაქში განლაგებულია ამერიკული სამხედრო კონტინგენტი, რომლის გაყვანისაკენ ანკარამ რამდენჯერმე უშედეგოდ მოუწოდა ვაშინგტონს. აშშ-ის სარდლობის ქვეშ ქურთთა სახალხო ლაშქარი სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. თურქეთის ხელისუფლება ქურთთა თავდაცვის რაზმებს, ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ცდილობს მათ განდევნას დაკავებული პოზიციებიდან.