სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქ დუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს

ევაკუაცია აღმოსავლეთ ღუტიდან

სირიელმა მეამბოხეებმა, რომლებიც კვლავ რჩებიან ალყაშემორტყმულ ქალაქ დუმაში, 1 აპრილს ქალაქიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მეამბოხეთა დაჯგუფება ჯაიშ ალ-ისლამის წევრები და მათი ოჯახის წევრები დაყაბულდნენ შუამავლების შეთავაზებას, დატოვონ ქალაქი დუმა და გაემგზავრონ ქალაქ ჯარაბლუსისკენ, რომლის ერთ ნაწილს სირიელი მეამბოხეები, მეორეს კი - თურქი სამხედროები აკონტროლებენ. დუმიდან მეამბოხეთა ევაკუაცია გზას უხსნის სირიის სამთავრობო ჯარს მთლიანად აღადგინოს კონტროლი აღმოსავლეთ ღუტაზე, რომელიც ოპოზიციური დაჯგუფებების ხელთ იყო 4 წლის განმავლობაში.