ქაბულში აფეთქების შედეგად დაიჭრნენ ავღანეთის არმიის სამხედროები

ექვსი ავღანელი ჯარისკაცი დაიჭრა ქაბულში, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან 4 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროგადამცემ ბოძზე დამონტაჟებული ორი ბომბი იმ დროს აფეთქდა, როცა მის მახლობლად გადაადგილდებოდნენ ავღანეთის არმიის სამხედროები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.