ორბანი უნგრეთის პრემიერობის მესამე ვადისთვის ემზადება

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს უნგრეთის მომავალ არჩევნებში და მესამე ვადით გახდება პრემიერი, თუმცა, წინასწარი კვლევებით, მისი უპირატესობა უფრო მცირე იქნება, ვიდრე ეს 2010 და 2014 წლებში იყო. არჩევნები 8 აპრილს გაიმართება და მანამდე ჩატარებული კვლევების უმეტესობის მიხედვით, მისი პარტია ხმების დაახლოებით 50 პროცენტს მოაგროვებს, რაც ბევრად აღემატება მისი კონკურენტების - რადიკალური ნაციონალისტური და სოციალისტური პარტიის შედეგებს. თუმცა, მმართველმა პარტიამ მოულოდნელი დამარცხება განიცადა 25 თებერვალს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში, სადაც ტრადიციულად ორბანის მომხრე ქალაქში მისი მერობის კანდიდატი დამოუკიდებელმა მეტოქემ დაამარცხა.