გერმანელი გამომძიებლები ჯერ კიდევ სწავლობენ მიუნსტერის თავდასხმის მიზეზებს

გერმანელი გამომძიებლები ჯერ კიდევ ეძებენ პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ შევარდა სატვირთო ავტომობილით ხალხში 48 წლის მამაკაცი ვიდრე თავს მოიკლავდა. „ჯერ კიდევ არაფერი მიუთითებს დანაშაულის შესაძლო წინაპირობაზე“, - განაცხადა 8 აპრილს პროკურორმა მარტინ ბოტცენხარდტმა. 7 აპრილს ქალაქ მიუნსტერის ძველ ნაწილში მიკროავტობუსი შევარდა ხალხის რიგებში, რომლებიც რესტორანში ისხდნენ. მძღოლმა მოკლა ორი კაცი და 20 - დაჭრა. შემდეგ კი თავდამსხმელმა მანქანაშივე თავი მოიკლა. მძღოლი აღმოჩნა გერმანიის მოქალქე, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ არის არავითარი მინიშნება თავდასხმის უკან ისლამისტების სავარაუდო ყოფნის შესახებ.