უნგრეთში სარეკორდო რაოდენობას აღწევს ამომრჩეველთა აქტიურობა

უნგრეთში ტარდება საპარლამენტო არჩევნები

კვირას მიმდინარე საპარლამენტო არჩენების დროს უნგრეთში 11 საათისათვის მიღებული მონაცემების თანახმად ამომრჩეველთა აქტიურობა 42,3%-ია, რაც წარმოადგენს ყველაზე მაღალ შუალედურ მაჩვენებელს 2002 წლის შემდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, წინა 2014 წლის არჩევნების დროს ანალოგიური მაჩვენებლი 34,4%-ს შეადგენდა. ზოგიერთი გამოკითხული ამბობს, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას, რაც ართულებს მმართველი „ფიდესის“ ამოცანას, მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. არჩევნებამდე ჩატარებული კვლევების თანახმად ნაციონალისტური ყაიდის „ფიდესის“ პარტია ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 50%-ს მიიღებს, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი, ანტიიმიგრანტი და ანტიევროპელი ვიქტორ ორბანი მესამედ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.