ალჟირში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი

ალჟირის ჩრდილოეთში კატასტროფა განიცადა სამხედრო თვითმფრინავმა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 100-დან 200-მდე ადამიანი და სავარაუდოდ, ყველა მათგანი დაიღუპა. სამხედრო თვითმფრინავი ბლიდის პროვინციაში, ქალაქ ბუფარიკის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა. კატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.