პუტინი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას მოითხოვს სირიაზე საჰაერო დარტყმების გამო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვს, აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ 14 აპრილს სირიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, 14 აპრილს, თბილისის დროით, 19 საათზე უნდა გაიმართოს.