პაკისტანის ყოფილ პრემიერს სამუდამოდ აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა

ნავაზ შარიფის მომხრეები

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ, ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტს, ნავაზ შარიფს სამუდამოდ აუკრძალა პოლიტიკური საქმიანობა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა სასამართლოს წარმომადგენელმა, შაჰიდ ჰუსაინმა, 13 აპრილს, მიმომხილველები თვლიან, რომ გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ წლის ბოლოსთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. 68 წლის შარიფი, რომელსაც სამჯერ ეკავა პრემიერის პოსტი, პოლიტიკურ თანამდებობას ჩამოაშორეს მისი ოჯახის მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო.