ავღანეთში 14 ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა თალიბების თავდასხმების შედეგად

ავღანეთი, ბადღისის პროვინცია

ავღანეთში, სულ ცოტა, 14 ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა თალიბების ორი, თითქმის ერთდროულად მოწყობილი თავდასხმის შედეგად. დასავლეთ ავღანეთში მდებარე ბადღისის პროვინციის პოლიცია იუწყება, რომ 23 აპრილს მეამბოხეების დიდმა ჯგუფმა იერიში მიიტანა ავღანელ ჯარისკაცებზე აბ ქამარის რაიონში, მოკლა 11 ჯარისკაცი. ამავე დროს ყადისის რაიონში მოწყობილი თავდასხმისას დაიღუპა ხუთი პოლიციელი. ბადღისის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა დაადასტურა ორ რაიონში მოკლულთა რაოდენობა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. მაგრამ პოლიცია ადანაშაულებს თალიბანს, რომელსაც გააქტიურებული აქვს ბრძოლა მთელი პროვინციის მასშტაბით.