აკაკი მისირელი და იოსებ დვალიშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული აკაკი მისირელი და იოსებ დვალიშვილი გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. 21 აპრილს 65 წლის მისირელი სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ოკუპირებულ სოფელ ღრომის სიახლოვეს კი წინა დღით დააკავეს 31 წლის იოსებ დვალიშვილი. 23 აპრილს ცხინვალში გაიმართა სასამართლო პროცესი და საქართველოს მოქალაქეები 2000-რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ისინი უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.