საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში სპეცრაზმელი გარდაიცვალა

სოფელი დიცი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგო.