კონტრაქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის შენობასთან ადგილზე რჩებიან ე.წ. "კონტრაქციის" მონაწილეები, მიუხედავად იმისა, რომ დაიშალა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის". ამ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. კონტრაქციის მონაწილეებს პროსპექტის დატოვება პირადად თხოვა შსს მინისტრმა, გიორგი გვახარიამ, თუმცა ისინი ამის შემდეგაც ცდილობდნენ პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის დაკავებას - რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.