ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, საჯარო შეკრების წესების განმეორებითი დარღვევისთვის. ნავალნი 5 მაისს, მოსკოვში ჩატარებულ დემონსტრაციაზე დააკავეს. დემონსტრანტები პუტინის ახალი ვადით ინაუგურაციას აპროტესტებდნენ. მისი საქმის განხილვა სასამართლომ 11 მაისს დაიწყო და სხდომის დაწყებიდან მალევე 4 დღით გადადო.