პუტინი და მერკელი სოჭში მოლაპარაკებებს აწარმოებენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოჭში მოლაპარაკებებს აწარმოებენ უკრაინის კონფლიქტის, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის გარშემო. პუტინის განცხადებით, რუსული ბუნებრივი გაზი მეზობელ უკრაინას შეიძლება მაშინაც მიეწოდოს, როდესაც დასრულდება „ნორდსტრიმ 2-ის“ მილსადენის პროექტი, რომელიც უკრაინას გვერდს უვლის. ანგელა მერკელმაც განაცხადა, რომ უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი ახალი მილსადენის დასრულების შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს და რომ გერმანია მზადაა ამ მხრივ დასახმარებლად.