გარდაიცვალა ფილიპ როთი

ფილიპ როთი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი კლასიკოსი ფილიპ როთი. მწერლის მოთხრობების პირველი კრებული 1959 წელს გამოიცა. ფილიპ როთი იყო 25-ზე მეტი რომანის ავტორი. 1998 წელს მწერალს პულიტცერის პრემია მიენიჭა რომანისთვის „ამერიკული პასტორალი." 2011 წელს ფილიპ როთი გახდა ბუკერის პრესტიჟული პრემიის ლაურეატიც. 2012 წელს, ფრანგულ ჟურნალთან, Les Inrocks-თან ინტერვიუში როთმა განაცხადა, რომ შთაგონება დაკარგა და არცერთ წიგნს აღარ დაწერს. ცნობილი ამერიკელი მწერალი 22 მაისს საღამოს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად.