ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე ოლიმპიური ჩემპიონის ვლადიმერ აფციაურის საფლავი გაძარცვეს

თბილისში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, მოფარიკავე ვლადიმერ აფციაურის საფლავი გაძარცვეს. განცხადება სპორტსმენის შვილმა, მარიამ აფციაურმა, გაავრცელა ფეისბუქით. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სავარაუდოდ, 25 მაისის ღამეს. მძარცველებმა მოფარიკავის ბრინჯაოს ბიუსტი წაიღეს. სეულის ოლიმპიური თამაშებისა (1988) და მსოფლიოს (1982) ჩემპიონი ვლადიმერ აფციაური 2012 წელს გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.