ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალმა“ მოიგო

26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში მადრიდის „რეალმა“ ანგარიშით 3:1 სძლია ლივერპულის „ლივერპულს“ და თავის ისტორიაში ამ ჯილდოს მეცამეტედ დაეუფლა. ესპანელთაგან გოლები გაიტანეს ქრისტიან ბეილიმ (2)და კარიმ ბენზემამ. ინგლისელთაგან ერთი გოლი სადიო მანეს ანგარიშზეა.