იაპონიაში, ცნობილ ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალში ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) ფინალური ბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე ჰქონდა, თუმცა იოკუძუნა კაკურიუმ, იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ჩემპიონი გახდა. ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეორე ადგილი დაიკავა 13 გამარჯვებითა და 2 მარცხით. მოელიან, რომ ლევან გორგაძეს ოფიციალურად ოძეკობა სუმოს კომიტეტის შეკრების შემდეგ მიენიჭება, რადგან ქართველმა ამისთვის ყველა წინაპირობა შეასრულა.