ბერლინში გაიმართა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია

გერმანელი ულტრამამარჯვენეები ბერლინში

ბერლინში კვირას გაიმართა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია. პირველის ორგანიზატორი იყო ულტრამამრჯვენე ორგანიზაცია „ალტერნატივა გერმანიისათვის“. აქციის მონაწილეები, დაახლოებით ხუთი ათასი კაცი, დევიზით „გერმანიის მომავლისათვის“, ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ბრანდენბურგის კარიბჭისაკენ გაემართნენ მშვიდობიანი მსვლელობით. იმავდროულად ბერლინში უფრო ხალხმრავალი აქცია გამართეს რასიზმის მოწინააღმდგეებმა, მემარცხენე გაერთიანებებმა და ლგბტ აქტივისტებმა, რომლებიც მოითხოვდნენ ძალადობის შეწყვეტას. აქციების დროს დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ბერლინში უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებული იყო პოლიციის 2 ათასი თანამშრომელი.