ახალგაზრდებმა გააპროტესტეს ცხოველთა მსხვერპლად შეწირვის ტრადიცია

ახალგაზრდების ჯგუფმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გააპროტესტა საქართველოში ისტორიულად დამკვიდრებული ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის წესი. 28 მაისს, ღამით თბილისის ცენტრში შეიკრიბა 25-მდე ახალგაზრდა ქართული და ინგლისურენოვანი პლაკატებით: "არა - წარმართულ რიტუალებს!" "არა - მსხვერლპთშეწირვას!"

აქციის მონაწილემ, ანრი სომხიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 30 მაისს, "ლომისობაზე" უამრავი პირუტყვი იკვლება, რაც ვანდალიზმია. საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდა.