გორში საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ

გორის უნივერსიტეტის სტუდენტები ქუჩაში შეძახილებით გამოვიდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას მამას ზაზა სარალიძეს და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. სტუდენტებმა შეძახილებით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და მოსახლეობას მოუწოდეს 18 საათზე თეატრის სკვერში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. მეორე დღეა გორში სამოქალაქო აქტივისტები ზაზა სარალიძის სოლიდარობის მიზნით აქციებს მართავენ, დღეს კი მათ სტუდენტები უერთდებიან .