გვატემალაში იზრდება ვულკანის ამორქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

გვატემალის არმიის სამხედროები სტიქიის ზონაში

69 ადამიანი დაიღუპა ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად. მანამდე დადასტურებული იყო 25 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, რამდენიმე ათასი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. გვატემალის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის პარალელურად დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა, წყალსაცავები დააბინძურა. მუშაობა შეაჩერა გვატემალის საერთაშორისო აეროპორტმა. სტიქიის ზონაში მაშველების გარდა მუშაობენ პოლიციელები, სამხედროები და „წითელი ჯვრის კომიტეტის“ წარმომადგენლები. ვულკანი ფუეგო 3 ივნისს, საღამოს ამოიფრქვა.