ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი კომისია პირველ სხდომას გამართავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე

დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტში გაიმართება ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა. კომისიის წევრები შეათანხმებენ მუშაობის გრაფიკს და კონკრეტული პირების გამოკითხვის ფორმატს. საპარლამენტო კომისია საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება საქმის მასალებს. კომისიის სხდომა 13 საათზეა დანიშნული. სხდომის დაწყებამდე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე პარლამენტში შეხვდება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს.