ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას უნდობლობას უცხადებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოითხოვს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვოს ეკა ბესელიამ.

"ბესელიას გარდა ყველას ვენდობი კომისიაში. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირების, ამ ადამიანს მე არ ვენდობი“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ დროებითი კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის დაწყებამდე.