ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება დებატები თემაზე: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან ათი წლის შემდეგ.“ სხდომაზე გამოვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი. დებატების შემდეგ იგეგმება რეზოლუციის მიღება. ევროპარლამენტის დღევანდელი სხდომის ის ნაწილი, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილება, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.