იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მიწისძვრის შედეგად დანგრეული გზა. ოსაკა, 2018 წლის 18 ივნისი

იაპონიის მთავრობამ დაადასტურა მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანის დაღუპვის ფაქტი. 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყება იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK. მისი ინფორმაციით, 9 წლის გოგონა და 80 წლის მამაკაცი კედლის ნგრევამ იმსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი კი წიგნების კარადამ მოიყოლა. ნგრევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დღეს დილით მომხდარი 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოსაკასთან მდებარეობდა.