თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ

ალექსანდრე ბარამიძე

თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელიც ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. სააგენტო ინტერპრესინიუსის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, მინისტრის მოადგილეები ხელახლა დაინიშნენ, თუმცა ბარამიძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აღარ დანიშნულა. ის ამ პოსტზე მიხეილ სარჯველაძემ შეცვალა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან წავიდა, რაც პირადად მისი და მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებით მოხდა.