რუსთავში ეძებენ მტკვარში დაკარგულ ახალგაზრდას

რუსთავის მიდამოებში გრძელდება მდინარე მტკვარში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ძებნა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ძირითადად ატარებენ ე.წ. პირველი კლდის გაყოლებაზე, სადაც ხშირად თავს იყრიან მეთევზეები.

ნათესავების ინფორმაციით, დაკარგული ახალგაზრდა ამ ადგილას 25 ივნისს, საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გასაგრილებლად შევიდა და აღარ დაბრუნებულა.

მაშველებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოები დაბნელებამდე გაგრძელდება.