საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელთა თანახმად 2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5% შეადგინა. „საქსტატის“ ცნობითვე, 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1%-ია.
ანგარიშის თანახმად, „2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.“