პოლიცია ელოდება ოსური მხარისგან ქართველი მოზარდის გადაცემას

ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს უნდა გაათავისუფლოს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული არასრულწოვანი ტატო ხარაზიშვილი. რადიო თავსუფლების ინფორმაციით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები დაახლოებით 16 საათისთვის ელოდებიან მოზარდის გადაცემას სოფელ ერგნეთში მდებარე საგუშაგოსთან, თუმცა, ეს დრო შესაძლოა, შეიცვალოს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეთორმეტეკლასელი ტატო ხარაზიშვილი 30 ივნისს დააკავეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან, სადაც მოზარდი საქონელს მწყემსავდა.