ზურაბ პატარაძემ შესაძლოა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს

ზურაბ პატარაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას არ დაუდასტურეს, თუმცა არც უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობას ტოვებს მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე. დღეს 12 საათზე ბათუმში დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე ორწლიან საქმიანობას შეაჯამებს.