შტორმის გამო აჭარაში აიკრძალა ზღვაში ბანაობა

3-4 ბალიანი შტორმის გამო შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე აიკრძალა ზღვაში ბანაობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია ბანაობის ამკრძალავი წითელი ალამი. ბოლო 5 საათის განმავლობაში, საზღვაო მაშველებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ბანაობის ამკრძალავ წითელ ალმებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება.