თურქეთის რკინიგზაზე კატასტროფა მოხდა

სულ მცირე 10 ადამიანი დაღუპა და 73 დაშავდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. რელსებიდან გადავიდა და ამოტრიალდა სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ კაპიკულედან სტამბოლისკენ მიემართებოდა. ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, კატასტროფა სავარაუდოდ, უამინდობამ გამოიწვია. ამასთან, CNN Turk-ის ცნობით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა იყოს ძლიერი წვიმის შედეგად ჩამონგრეული ხიდი. მატარებელში 360 ადამიანი იმყოფებოდა. რელსებიდან გადავიდა 6 ვაგონი.